პროფესიული განათლება სკოლებში - შეხვედრა ბათუმში

04 სექტემბერი 2024, 11:08 442 ნახვა

პროფესიული განათლება სკოლებში. წელს პირველად, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები სკოლის ბაზაზე დაინერგება ან განხორციელდება.

პროექტის მიხედვით, მეთერტმეტე კლასელებს შეეძლებათ ისწავლონ ორწლიან პროფესიულ პროგრამაზე, რომლის დასრულების შემდეგაც სასკოლო ატესტატთან ერთად პროფესიული განათლების დამადასტურებელ დიპლომსაც მიიღებენ და ამასთან საშუალება ექნებათ სწავლა გააგრძელონ უმაღლეს სასწავლებლებში.

საპილოტედ  20 სკოლა შეირჩა, მათ შორის ორი აჭარაში, ბათუმის მეათე და ქობულეთის პირველი საჯარო სკოლები. საკითხზე ამ წუთებში ბათუმში შეხვედრა მიმდინარეობს. პროფესიული განათლების მიღების დაინტერესებულ მოსწავლეებს და მათ მშობლებს განათლების სამინისტროს წარმომადგენლები პროექტის დეტალებს აცნობენ. 

რეგისტრაცია პროგრამაში მონაწილეობისთვის 2 სექტემბერს უკვე დაიწყო. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში