საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციის, „გარდამტეხი წლის“ ორგანიზატორებსა და მონაწილეებს უმასპინძლა და მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.
პრეზიდენტის განცხადებით ევროკავშირში გაწევრიანება - ეს იყო საქართველოს მიზანი, ამბიცია და მისწრაფება. არა მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ არამედ საუკუნეების განმავლობაში - საქართველო ყოველთვის დასავლეთისკენ, ევროპისკენ ბრუნდებოდა და თავს ევროპულ ქვეყნად ხედავდა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით დღეს რაც ხდება, საქართველოსთვის ტრაგედიაა, თუმცა მას სჯერა იმის, რაც იყო ამ ქვეყნის ბედისწერა და საქართველო აუცილებლად მიაღწევს თავის მიზანს.