აგვისტოში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის თერთმეტი ფაქტი გამოვლინდა - საგამოძიებო სამსახური

03 სექტემბერი 2024, 10:37 337 ნახვა
 
 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2024 წლის აგვისტოს თვეში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური  მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 11 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა თერთმეტი პირი, მათგან დაკავებულია ორი.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების ჯამში 17 483 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო  ღირებულება 90 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის  კოდექსის მე-200 მუხლით, რაც სასჯელის სახით 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში