“უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრს” რეგისტრაციისთვის ნებაყოფლობით 469 ააიპ-მა მიმართა

02 სექტემბერი 2024, 20:06 329 ნახვა

რეგისტრაციის შემთხვევაში ორგანიზაციებს არ ემუქრებათ არავითარი საფრთხე, არავითარი ზიანი, არ ფერხდება მათი საქმიანობა, არ ფერხდება მათი დაფინანსება - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ ტყეშელაშვილმა ,,იმედის“ ეთერში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრზე ისაუბრა.

ასევე განმარტა, რომ აღნიშნულ რეესტრში რეგისტრაცია არ ზღუდავს არც ერთი ორგანიზაციის საქმიანობას.

,,პირველ რიგში, აქ უნდა გავმიჯნოთ მთავარი, რეგისტრაციის შემთხვევაში ორგანიზაციებს არ ემუქრებათ არავითარი საფრთხე, არავითარი ზიანი, არ ფერხდება მათი საქმიანობა, არ ფერხდება მათი დაფინანსება. კანონის შესრულება არავითარ საფრთხეს და ზიანს ორგანიზაციებისთვის არ წარმოშობს, ხოლო ისინი, ვინც არ დარეგისტრირდებიან, პირველ რიგში, საკუთარ ორგანიზაციასვე აყანებენ ზიანს, გადაწყვეტილების მიმღები პირები ამ შემთხვევაში. არ ვიცი დონორთანაც ამ პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას ახსნიან, ალბათ, ან ვერ ახსნიან, ამ დეტალებში უკვე მე ვერ შევალ."- განაცხადა თამარ ტყეშელაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი