ხვალ პარლამენტის საშემოდგომო სესია იხსნება. უკვე ცნობილია რომ მოახლოებული არჩევნების გათვალისწინებით, პლენარული სხდომები შემჭიდროებულად ჩატარდება, სწორედ ამ ფორმატში განიხილავენ დეპუტატები რამდენიმე საკანონდებლო ინიციატივას, მათ შორის ცვლილებებს ამნისტიისა და პენიტენციურ კოდექსებში, ასევე, ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ დაგეგმილ ცვლილებებზეც იმსჯელებს.
დღეს "ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ ინიცირებულ ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე საკომიტეტო განხილვა მეორე მოსმენით, მუხლობრივად გაიმართა. პროექტი ამავე კვირაში განსახილველად სესიაზე გავა.