ბათუმელი მოჭადრაკე მარიამ კალანდაძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია. ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გამართულ კონტინენტის პირველობაზე მარიამმა მეორე ადგილი 14 წლამდე ასაკის გოგონათა შორის მოიპოვა.
კალანდაძემ III-VIII ტურის ჩათვლით შესანიშნავად ითამაშა და ზედიზედ 6 გამარჯვება იზეიმა. დასკვნით ტურში კი ყაიმით დაასრულა შეხვედრა პირველ ადგილზე გასულ ვერა ვუჟოვიჩთან და პირველად მოიპოვა კონტინენტის ვიცე-ჩემპიონის ტიტული.
მარიამი, ბათუმის საჭადრაკო კლუბის “ნონას”წარმომადგენელია და მისი მწვრთნელი თენგიზ დიდმანიძე არის.