საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, 2024 წლის პირველი 7 თვის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 9.7%-ია. მათივე ცნობით, ივლისში საქონლის ექსპორტი გაიზარდა 29.5%-ით.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ივლისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოს ეკონომიკა 13%-ით გაიზარდა.
საქსტატის ცნობით, 2024 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორებიცაა მშენებლობა, ვაჭრობა, დამამუშავებელი მრეწველობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები.