საქართველოს პრეზიდენტის განცხადება - გამოხმაურებები

28 აგვისტო 2024, 14:09 280 ნახვა

26 ოქტომბერი ქვეყნისთვის გადამწყვეტია, აცხადებენ ოპოზიციაში და ეთანხმებიან საქართველოს პრეზიდენტის შეფასებას, რომელიც ამბობს, რომ ეს თარიღი ქვეყნის ბედს განსაზღვრავს.

„ეს არჩევნები არის ქვეყნის გადარჩენის ან უფსკრულში გადაჩეხვის, ევროპული კეთილდღეობის ან ქვეყნის იზოლაციაში მოქცევის დღე“ - ასე აფასებს საპარლამენტო არჩევნებს დეპუტატი თამარ კორძაია, იგი ასე პრეზიდენტის განცხადებებს გამოეხმაურა.

სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც საპარლამენტო არჩევნების თარიღად 26 ოქტომბერი ოფიციალურად გამოცხადდა.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა არჩევნების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მოქალაქეთა მობილიზაციისა და შემართების დროა. მისი თქმით, “ეს არჩევანი მრავალი წლით განაპირობებს ქვეყნის ბედს”.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში