დღეს პარიზში პარაოლიმპიური თამაშები იწყება 

28 აგვისტო 2024, 10:59 166 ნახვა

დღეს პარიზში პარაოლიმპიური თამაშები იწყება. საფრანგეთის დედაქალაქში ჩვენს ქვეყანას 14 პარაათლეტი წარადგენს. რომლებიც სპორტის ექვს სახეობაში იასპარეზებენ. ზაფხულის XVII პარაოლიმპიური თამაშები 8 სექტემბერის ჩათვლით გაგრძელდება.

გულშემატკივარი პარიზში სპორტის 22 სახეობას იხილავს და მასში მონაწილეობას დაახლოებით 4400 პარასპორტსმენი მიიღებს.

ქართველი სპორტსმენები გამოსვლას ხვალ დაიწყებენ. ჩვენი დელეგაციიდან პირველები მედლებისთვის პარატაეკვონდისტები ლია ჩაჩიბაია და ანა ჯაფარიძე იბრძოლებენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში