საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2024 წლის შემოდგომის ტესტ-მატჩების სერიის ფარგლებში, 17 ნოემბერს, გენუაში, იტალიას დაუპირისპირდება.
საქართველოსა და იტალიის ნაკრებები ისტორიის მანძილზე ერთმანეთს აქამდე ხუთჯერ შეხვდნენ, ოთხი შეხვედრა იტალიელებმა მოიგეს, ერთი კი – „ბორჯღალოსნებმა“.
ერთადერთი გამარჯვება ჩვენმა ნაკრებმა იტალიის წინააღმდეგ 2022 წელს ბათუმში გამართულ შეხვედრაში მოახერხეს, სადაც მეტოქე 29:18 დაამარცხეს.
საქართველოსა და იტალიის რიგით მეექვსე დაპირისპირება „ლუიჯი ფერარიზე“ თბილისის დროით 20:40 საათზე დაიწყება.