თურქეთ-საქართველოს გამშვებ პუნქტზე თურქმა მებაჟეებმა, სავარაუდოდ საქართველოს მოქალაქე სცემეს. თვითმხილველის ინფორმაციით, სამი მამაკაცი დაახლოებით დილის რვა საათზე თურქეთში გადადიოდა, როცა მესაზღვრემ ერთ-ერთ მოქალაქეს პასპორტში უკან დაბრუნების ბეჭედი ჩაურტყა. როგორც იქ მყოფები ამბობენ, სავარაუდოდ, თურქული ენის არცოდნის გამო, მოქალაქემ მესაზღვრის მოთხოვნა ვერ გაიგო და მოძრაობა თურქეთის მიმართულებით გააგრძელა, რის გამოც მებაჟეები მას გაუსწორდნენ. თვითმხილველების თქმით ამ ადამიანს ჯანრთელობის პრობლემებიც აქვს, ცემის შემდეგ ის ცუდად გახდა თუმცა არსებული ინფორმაციით ის ისევ თურქეთის მხარეს იმყოფება.