სკოლების რეაბილიტაცია

23 აგვისტო 2024, 14:43 508 ნახვა

მზადება ახალი სასწავლო წლისთვის და სკოლების რეაბილიტაცია. საგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილში სარემონტო სამუშაოებია. ამ მიზეზით რამდენიმე სკოლის მოსწავლეები სწავლას ისევ ალტერნატიულ შენობებში გააგრძელებენ.

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო პროცესი განახლდება მეთექვსმეტე სკოლის ახალაშენებულ კორპუსში. მოსწავლეების რაოდენობის ზრდის ფონზე გადატვირთული კლასები ისევ პრობლემად რჩება. სამინისტროში რამდენიმე სკოლის ბაზაზე ახალი კორპუსების მშენებლობას გეგმავს. რაც შეეხება ახალ სკოლას, თავდადებულის ქუჩაზე სკოლის მშენებლობა მომავალ წელს უნდა დასრულდეს.

საგანმანათლებლო ინფრასტრუქურის რეაბილიტაციისთვის  ბიუჯეტი დან დაახლოებით 40 მილიონი ლარია გამოყოფილი. განათლების მინისტრის მოადგილის თქმით,ჯამში 20-მდე სკოლა ხვდება ახალ სასწავლო წელს განახლებული ინფრასტრუქტურით.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში