ნაციონალური მოძრაობის ყრილობა

17 აგვისტო 2024, 19:57 355 ნახვა

ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" პლატფორმა "ერთიანობის" ფორმატში გაერთიანდებიან. ამის შესახებ ცნობილი "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე გახდა. პარტიის თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, გარდა ამ საკითხისა, ყრილობაზე ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარედ კობა ნაყოფიას აირჩევენ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ახლა გაცილებით მნიშვნელოვანი პრობლემები არსებობს სასაუბროდ, ვიდრე სხვადასხვა პოლიტიკური ძალის ტექნიკური გადაწყვეტილებებია."ევროპული საქართველოს" წევრი, გიგი წერეთელი კი აცხადებს, რომ პარტიის გაყოფის შემდეგ, მათ ინტენსიურად დაიწყეს მოლაპარაკებები სხვადასხვა გაერთიანებასთან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი