აჭარის პირველობა ინგლისურ სპორტინგში

17 აგვისტო 2024, 17:49 619 ნახვა

აჭარის პირველობა გაიმართა დღეს  ინგლისურ სპორტინგში. მოძრავ სამიზნეებზე სროლაში ერთმანეთს 35 მონადირე შეეჯიბრა. გამოვლინდნენ გამარჯვებულები. მონაწილეებს კი  სერთიფიკატები გადაეცათ. 

აჭარის პირველობას ინგლისურ სპორტინგში  მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაცია „მაჭახელა“  ყოველწლიურად ნადირობის სეზონის გახსნამდე ატარებს.  ნადირობის სეზონი ოფიციალურად 24 აგვისტოს გაიხსნება და ორგანიზატორების თქმით, აღნიშნული ჩემპიონატი მონადირეებისათვის ერთგვარი მოთელვაცაა. შეჯიბრება გონიოს ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მოეწყო.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში