„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ შტაბის ოფისში გამართულ ბრიფინგზე 2008 წლის ომის შესახებ “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადებას და “ნაციონალური მოძრაობის” შესაძლო გასამართლების შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას უპასუხა.
გიორგი ბარამიძის განცხადებით „ ქართული ოცნებას“ საზოგადოება 26 ოქტომბერს საკადრის პასუხს გასცემს. ბარამიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი იქნება თავისუფალი.