50 000-ლარიანი პრემია გადაეცემა ოლიმპიური გუნდის ყველა წევრს

16 აგვისტო 2024, 12:00 358 ნახვა

50 000-ლარიანი პრემია გადაეცემა გუნდის უკლებლივ ყველა წევრს, რომელსაც მედალი არ მოუგია ოლიმპიურ თამაშებზე, თუმცა თავისი წვლილი შეიტანა საერთო წარმატებაში. შესაბამისად პრემია 28 სპორტსმენს გადაეცა. ოლიმპიელების დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გაზრდილ პრემიებს მიიღებენ მწვრთნელები, სამედიცინო პერსონალი და სხვა თანამშრომლები. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სპორტულ ასპარეზობებზე მიღებულ პრიზებთან ერთად, განსაკუთრებული ფასი აქვს სახელმწიფო ჯილდოს. ჩემპიონებმა წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი, ხოლო პრიზიორებმა ღირსების ორდენი მიიღეს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში