2024 წლის ეროვნული გამოცდების შედეგები

15 აგვისტო 2024, 12:12 109 ნახვა

მასწავლებელთა გამოცდის შედეგები ცნობილია. რამდენიმე საგანში აპლიკანტების შეფასება უკვე გამოქვეყნდა. მისი ნახვა გამოსაცდელებს საგამოცდო კოდითა და პირადი ნომრით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე შეუძლია.

შედეგების სრულად გამოქვეყნების შემდეგ გასაჩივრების ეტაპი დაიწყება. სააპელაციო განაცხადების მიღება დღეს სრულდება სტუდენტთა საგნატო კონკურსის მონაწილეებისა და მაგისტრანტობის მსურველებისთვის.

რაც შეეხება აბიტურინეტებს, უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის შესახებ ინფორმაცია სავარუდოდ თვის ბოლოს გახდება ცნობილი. წელს გამოცდებისთვის 80 ათასამდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის 47 ათასზე მეტი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. ტესტირებაზე აბიტურიენტთა 93 პროცენტი გამოცხადდა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში