ინფრასტრუქტურული სამუშაოები შუახევში

13 აგვისტო 2024, 18:16 366 ნახვა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერია სამთო იალაღების განვითარებისთვის სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებს ახორციელებს. მათ შორისაა ელექტრო ენერგიის აღდგენა.  ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას კაპიტალური ტრანსფერიდან მიღებული ბიუჯეტით გეგმავს გომის მთაზე, მთაპატარას და ხარიათაღის იეილების უბნებზე. სამუშაოებისთვის 109ათას 950 ლარის ღირებულების ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

შიდა ელექტრო გადამცემი ხაზების მოწყობაა გათვალისწინებული მთა სავოგიაზეც. გარდა ამისა, მოიალაღეობის პერიოდში მერია 22 იალაღის მიმართულებით უფასო მგზავრთა გადაყვანას ახორციელებს. მთების მიმართულებით სულ 164 მარშრუტი სრულდება, რომლისთვისაც მერიას 38 280 ლარი აქვს გათვალისწინებული.  შუახევის მერის ინფორმაციით, მთა ჩირუხში აქტიურ ფაზაშია 1750 მეტრი სიგრძის ზიპლაინის მშენებლობა, რომელიც ევროპაში სიგრძით პირველი იქნება. ზიპლაინის მშენებლობა შემოდგომაზე უნდა დასრულდეს.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში