ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადება

13 აგვისტო 2024, 18:13 434 ნახვა

ქობულეთის სოფელ ლეღვაშისკურას დასახლებაში მაცხოვრებლები,  ინფრასტრუქტურული სამუშაოების მოწყობას ითხოვენ. ადგილობრივების თქმით, სოფელში ამორტიზირებულია გზა, ასევე გრაფიკით მიეწოდებათ წყალი. ამასთან მოქალაქეების მოთხოვნას სოფლის გაზიფიცირება წარმოადგენს. ყვებიან, რომ დახმარების თხოვნით შესაბამის უწყებას არაერთხელ მიმართეს თუმცა უშედეგოდ . დღეს სკურას დასახლებაში იმყოფებოდა ნაციონალური მოძრაობის წევრი ბონდო თედორაძე, რომელმაც ბრიფინგი გამართა და ზემოთაღნიშნული პრობლემების მოგვარების აუცილებლობაზე ისაუბრა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში წერილობითი ფორმით გვიპასუხეს, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ ნახსენები ყველა პროექტი მიმდინარეა და მოსახლეობას სარგებლობის უფლება უახლოეს პერიოდში ექნებათ. მათი თქმით, გაზიფიცირებასთან დაკავშირებით, დაწყებულია ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.

სოკარ ჯორჯია გაზის მიერ მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები და უახლოეს პერიოდში ბუნებრივი აირის მიწოდება სოფლების უმეტეს ნაწილში დაიწყება. რაც შეეხება წყალს, მერიაში განმარტავენ, რომ წყლის დებეტის ნაკლებობის გამო, მერია აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად, ჭაბურღილის მეშვეობით წყლის მიწოდებას ახორციელებს და პარალელურად მიმდინარეობს მასშტაბური პროექტი აჭარის წყლის ალიანსის მიერ, რაც საკითხის მოგვარებას ეტაპობრივად შეძლებს.  გზასთან დაკავშირებით, კი მერიაში ამბობენ, რომ აჭარის საავტომობილო დეპარტამენტის მიერ გზის მოსაწყობად უკვე  შემუშავებულია პროექტი და თანხა გათვალისწინებული ბიუჯეტში. სამუშაოები წელსვე დაიწყება.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში