ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში ხანძარია

13 აგვისტო 2024, 13:16 568 ნახვა

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო "ლ.ბაკურში" ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი შენობის მეექვსე სართულზე გაჩნდა.

ამ დროისთვის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

სასტუმროში მყოფი პირების ევაკუაცია უკვე მოხერხდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. 

შემთხვევის ადგილას სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები, პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები იმყოფებიან.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში