ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიერ, გუშინ, გვიან ღამით, ახალ ბულვარში სადემონტაჟო სამუშაოები განხორციელდა.
მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, სახელმწიფო მიწის ნაკვეთზე, კერძოდ, ახალ ბულვარში ზღვის სანაპირო ზოლის გასწვრივ, ფიზიკურმა პირმა (პირებმა) შემდგომი გამოყენების მიზნით უნებართვოდ, დაახლოებით, 550 კვადრატულ მეტრზე, კაპიტალური რკინა-ბეტონის ფილა მოაწყო.
"ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ უნებართვო კონსტრუქცია მონიტორინგის შედეგად გამოავლინა და დაიწყო საქმის წარმოება. კანონის შესაბამისად აღნიშნულთან დაკავშირებით გამოიცა შესაბამისი დადგენილება და განხორციელდა უნებართვო კონსტრუქციის დემონტაჟი.
სადემონტაჟო სამუშაოები უსაფრთხოების მიზნით, გვიან ღამით, მძიმე ტექნიკის მეშვეობით, მუნიციპალური ინსპექციის მონიტორინგის ფარგლებში განხორციელდა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.