დღეს ოლიმპიადაზე გენო პეტრიაშვილი იასპარეზებს

09 აგვისტო 2024, 09:50 738 ნახვა

9 აგვისტოს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ერთი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს.

მედლისთვის თავისუფალ ჭიდაობაში 125 კგ წონით კატეგორიაში გენო პეტრიაშვილი იბრძოლებს.
გენოს მეტოქე მერვედფინალში უკრაინელი ოლეკსანდრ ხოციანივსკი იქნება. 

პეტრიაშვილის პირველი ჭიდაობა 14:00 საათისთვისაა ჩანიშნული.

საქართველოს ამ დროისთვის ოქროს მედალი ლაშა ბექაურმა მოუტანა (ძიუდო), ვერცხლი ტატო გრიგალაშვილის და ილია სულამანიძის (ორივე ძიუდო) აქტივშია, ხოლო ბრინჯაოს მედალს ლაშა გურული დაეუფლა (კრივი).

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში