ლაშა გობაძე ბრინჯაოსთვის რეპეშაჟიდან იჭიდავებს

08 აგვისტო 2024, 09:59 417 ნახვა

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 87 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბულგარელმა სემენ ნოვიკოვმა ნახევარფინალში უნგრელ ლოსონჟის 3:1 სძლია და ქართველ ფალავანს, ლაშა გობაძეს ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი მისცა.

დღეს ჩვენი მოჭიდავე რეპეშაჟში დანიელ ბისულტანოვს შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში ბრინჯაოს მედლისთვის უნგრელ ლოსონჟის დაუპირისპირდება.

დღესვე პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობას დაიწყებენ თავისუფალი სტილით მოჭიდავეები.

ჩვენი გუნდიდან პირველი პარიზის ოლიმპიურ ხალიჩაზე გამოვა ვლადიმერ გამყრელიძე.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი