ბათუმში გვიან ღამით სროლა იყო - დაჭრილია სამი პირი

08 აგვისტო 2024, 09:18 699 ნახვა

გვიან ღამით, ბათუმში სროლის შედეგად, სამი ადამიანი დაჭრეს.

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. შემთხვევა  კაჩინსკების ქუჩაზე მოხდა.

დაპირისპირების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და  237-ე მუხლით დაიწყო. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში