დღეს ოლიმპიურ თამაშებზე სამი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს

07 აგვისტო 2024, 10:16 809 ნახვა
 

7 აგვისტოს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე სამი ქართველი სპორტსმენი გამოვა.
ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში რამაზ ზოიძე და ლაშა გობაძე, ხოლო ძალოსნობაში შოთა მიშველიძე იასპარეზებს.

67კგ წონითი კატეგორიის მერვედფინალში რამაზ ზოიძე ყირგიზ ამანტურ ისმაილოვს შეხვდება.

87კგ წონითი კატეგორიაში კი ლაშა გობაძე მერვედფინალში ალჟირელ ბაჩირ სიდ აზარას დაუპირისპირდება. ზოიძე და გობაძე აჭარის საჭიდაო სკოლის აღზრდილები არიან.

წინასწარი შეხვედრები დღეს 13.00 საათიდან დაიწყება.

ძალოსნობაში შოთა მიშველიძე (61 კგ.) წარდგება. ქართველი ძალოსანი თბილისის დროით 17:00 საათზე იასპარეზებს. მთავარი მწვრთნელის განცხადებით მიშველიძეს ტრავმა აწუხებს და მისი გამოსვლა უფრო სიმბოლური იქნება.

ოლიმპიური თამაშების პირდაპირ რეპორტაჟებს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში