პარიზის ოლიმპიადაზე დღეს ასპარეზობა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, რობერტ კობლიაშვილმა დაიწყო.
შეჯიბრების მერვედფინალში კობლიაშვილი ნეიტრალური დროშით გამომსვლელ, ტურნირზე მეორე ნომრად განთესილ აბუბაკარ ხასლახანაუს დაუპირისპირდა და 1:9 დამარცხდა.
თუ ხასლახანაუ ფინალში გასვლას მოახერხებს, რობერტ კობლიაშვილს რეპეშაჟიდან ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის საშუალება მიეცემა.