ოლიმპიური მედლებისთვის კიდევ 10 ქართველი სპორტსმენი იბრძოლებს 

06 აგვისტო 2024, 11:04 133 ნახვა

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე დღეიდან ასპარეზობაში საქართველოს ოლიმპიური ნაკრების კიდევ ათი წევრი ჩაებმება. დღეს ხალიჩაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რობერტ კობლიაშვილი გავა, ხვალ კი ამავე სახეობაში რამაზ ზოიძე და ლაშა გობაძე გამოვლენ. ჩვენი ძალოსნები ასპარეზობაში 7 აგვისტოდან ჩაერთვებიან. პირველი ფიცარნაგზე შოთა მიშველიძე გავა.

10 აგვისტოს კი პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ირაკლი ჩხეიძე და ორგზის ოლიმპიური, შვიდგზის მსოფლიოს და შვიდგზის ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო რეკორდსმენი, ლეგენდარული ლაშა ტალახაძე შეეცდებიან მედლების მოგებას. 

რაც შეეხება თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს, ჩვენი გუნდი პარიზში ოთხი მოჭიდავითაა წარმოდგენილი, ამათგან სამი დებიუტანტია, 9 აგვისტოს იასპარეზებს ნაკრების ლიდერი და ოლიმპიადის ფავორიტი გენო პეტრიაშვილი.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში