დღეს ოლიმპიურ თამაშებზე რობერტ კობლიაშვილი იასპარეზებს

06 აგვისტო 2024, 09:22 587 ნახვა

6 აგვისტოს პარიზის ოლიმპიადაზე ერთადერთი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს.

მედლისთვის ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 97 კგ. წონით კატეგორიაში რობერტ კობლიაშვილი იბრძოლებს.

კობლიაშვილი მერვედფინალიდან ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე ნეიტრალური დროში ქვეშ მოასპარეზე, მეორე ნომრად განთესილი აბუბაკარ ხასლახანაუ იქნება. 

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 13:00 საათიდან დაიწყება, ხოლო ფინალური ბლოკი სტარტს 20:15 საათიდან აიღებს.

ოლიმპიური თამაშების პირდაპირ რეპორტაჟებს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში