ბათუმში საერთაშორისო ტურნირი ტაეკვონდოში 2 აგვისტოს დაიწყო და დღეს დასრულდა , შეჯიბრი რომელშიც 5 ქვეყნის 400 მდე სპორტსმენი მონაწილეობდა ბათუმის სპორტის სასახლეში გაიმართა.
საქართველოს გარდა, შეჯიბრში მონაწილეობას იღებდა - აზერბაიჯანი, უზბეკეთი, სომხეთი და ყაზახეთი. როგორც შეჯიბრის ორგანიზატორები აცხადებენ, ქართველი სპორტსმენები დამაჯერებლად ასპარეზობდნენ და საპრიზო ადგილებიც დაიკავეს.
ტურნირი უკვე მეორედ, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა და მას ყოველწლიური სახე მიეცა.