პარიზის ოლიმპიადის მე-9 დღე

03 აგვისტო 2024, 15:07 107 ნახვა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პარიზის ოლიმპიადაზე გუნდურ შეჯიბრებაში ასპარეზობა დაასრულა. ჩვენი გუნდი მერვედფინალში იტალიასთან 3:4 დამარცხდა და მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა.რაც შეეხება გუშინდელ დღეს, ძალიან უსიამოვნო ინციდენტი მოხვდა.

100+ კილოგრამ წონით კატეგორიაში ჯუდოში, მეოთხედფინალში გურამ თუშიშვილი ლეგენდარულ ტედი რინერს დაუპირისპირდა, ფრანგმა იპონით დასცა გურამი, თუმცა შემდეგ არასპორტულად მოიქცა და გურამი პროვოკაციაზე წამოაგო, გურამის პასუხი კი უკვე მსაჯების და სადისციპლინო კომიტეტის თვალში მოხვდა და ის ოლიმპიადიდან მოკვეთეს. რაც შეეხება კიდევ ერთ ჩვენს სპორტსმენს, ლუბა გოლოვინამ ბატუტზე ხტომაში, ვერ შეძლო საფინალო ეტაპზე გასვლა და შესაბამისად მედლებისათვის ბრძოლას გამოეთიშა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში