საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და ხელისუფლების წარმომადგენლებმა შოვში, ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
ტრაგედიის ადგილზე, პრემიერ-მინისტრთან ერთად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი, კახა კალაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
შოვის ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა. გასული წლის 3 აგვისტოს ჩამოწოლილ მეწყერს 33 ადამიანი ემსხვერპლა.