ოფიციალური ვიზიტით აჭარაში მყოფი ქვემო სილეზიის დელეგაცია აჭარის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა. შეხვედრა 1 საათს გაგრძელდა და საუბარი ორმხრივ ურთიერთობებს შეეხო.
კერძოდ, მხარეებმა ისაუბრეს კულტურულ, სპორტულ და საგანმანათლებლო კუთხით ერთობლივ ღონისძიებებზე.
როგორც ქვემო სილეზიის ახალმა მარშალმა პაველ განჩაჟმა განაცხადა, მრავალ წლიანი მეგობრობა, მჭიდრო საქმიან ურთიერთობებსაც მოიცავს და ის მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.
ქვემო სილეზიის დელეგაციაში არიან ქვემო სილეზიის სეიმიკის წევრები, მათ შეხვედრები ექნებათ როგორც აჭარის მთვარობის თავმჯდომარესთან, ისე ქალაქის მერთან.
დელეგაციის ვიზიტი 3 დღეს გაგრძელდება.