ილია სულამანიძე ოლიმპიადის ნახევარფინალშია

01 აგვისტო 2024, 14:40 173 ნახვა

ილია სულამანიძე (100კგ) პარიზის ოლიმპიადის ნახევარფინალში ითამაშებს. ქართველმა ძიუდოისტმა ოლიმპიური ჩემპიონი აარონ ვოლფი ვაზარით დაამარცხა. 

სულამანიძის შემდეგი მეტოქე შვეიცარიელ დანიელ აიხსა და ესპანეთის სახელით გამომსვლელ ნიკოლოზ შერაზადიშვილს შორის გამარჯვებული იქნება.

ამ დროისთვის საქართველოს ოლიმპიურ თამაშებზე ორი მედალი აქვს - ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლის მოპოვება შეძლო, ლაშა ბექაური კი ძიუდოში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში