საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში შესული პრეზიდენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების და დეპუტატების სარჩელი ერთ წარმოებად გაერთიანდება და განიხილება.
მისი განმარტებით, საკითხის განხილვას მინიმუმ 1 თვე მაინც დასჭირდება.
აღნიშნა, რომ მისთვის და ყველა მოსამართლისთვის ევროპა და ევროინტეგრაცია ყველაზე მნიშვნელოვანია.