იაპონური კულტურის ფესტივალი

29 ივლისი 2024, 10:09 760 ნახვა
00:00
00:00

ბათუმმა იაპონური კულტურის ფესტივალს უმასპინძლა.  ღონისძიებაზე, რომელიც გმირთა ხეივანში გაიმართა, წარმოდგენილი იყო იაპონური და ქართული კულტურის ნიმუშები, გამოფენები, შესრულდა იაპონური და ქართული ცეკვები და  სიმღერები.

ფესტივალის მიზანი ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების  გაღრმავებაა.  იაპონური კულტურის ფესტივალს  საქართველოში იაპონიის ელჩი დაესწრო.

ღონისძიება აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით წელს ბათუმში მესამედ  გაიმართა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი