ქართველი ოლიმპიელების ასპარეზობა

28 ივლისი 2024, 14:54 357 ნახვა

ქართველი სპორტსმენებისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა ოლიმპიადის პირველი დღეც. ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ესპანელ ფრანსისკო გარიგოსთან დამარცხდა და თავის სადებიუტო ოლიმპიადაზე მედლის გარეშე დარჩა.

ემოციური იყო მოფარიკავე სანდრო ბაზაძის ასპარეზობა. ხმლით ასპარეზობაში ქართველი ოლიმპიელი მერვედფინალში ეგვიპტელ მოჰამედ ამერთან 14:15 დამარცხდა და ოლიმპიადას გამოეთიშა.

30 წლის სპორტსმენი შედეგს არ ეთანხმება და მსაჯის გადაწყვეტილება ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კომისიაში უკვე გასაჩივრდა. ასპარეზობას მალევე გამოეთიშა დებიუტანტი 15 წლის მოცურავე ანა ნიჟარაძე. მან 31 გამომსვლელში 28-ე ადგილი დაიკავა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი