პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე, ერთი პირი დააკავა

27 ივლისი 2024, 18:44 444 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 2006 წელს დაბადებული ნ.შ. დააკავეს.

ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საჩხერის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2006 წელს დაბადებული გ.მ. ცივი იარაღით დაჭრა. დაჭრილი ახალგაზრდა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

 

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

 

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში