ოპოზიციური პარტიების ნაწილმა შესაძლოა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია დატოვოს _ ეს იმაზეა დამოკიდებული, გაითვალისწინებს თუ არა ხელისუფლება მათ ინიციატივებს. საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, 15-მა ოპოზიციურმა პარტიამ სპეციალური მიმართვა შეიმუშავა. მოთხოვნებს შორისაა საარჩევნო ბარიერის 5-დან 3 პროცენტამდე დაწევა, საარჩევნო ბლოკების შენარჩუნება და მანდატების გადანაწილების წესის გადახედვა.