სვანეთში დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს

26 ივლისი 2024, 11:53 226 ნახვა
სვანეთში, რამდენიმე დღის წინ დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს. ინფორმაცია დაკარგულების ახლობელმა დაგვიდასტურა.
 
მანამდე, მოძრაობა ,,ბრაკონიერების წინააღმდეგ'' დაწერა, რომ დაკარგულებთან კავშირზე გავიდნენ და ორივე მათგანი ცოცხალია.
 
სვანეთში, მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე, დაკარგულთა ძებნა ორი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. სამძებრო სამუშაოებში დღეს დილიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში