ტერორიზმისა და შეთქმულების საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება გრძელდება. მოწმეები გამოკითხვაზე დღესაც არიან დაბარებულები. სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, საქმე ეხება უკრაინაში მყოფი საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტს.
ტერორიზმისა და შეთქმულების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უკრაინაში ყოფილი მებრძოლი კოსტანტინე ჯღამაიას და ფოთის საკრებულოს წევრი ლაშა რუხაია გამოიკითხნენ.
სხდომის შემდეგ მათ განაცხადეს, მოსამართლემ კითხვები უკრაინაში ქართველი მებრძოლების შესახებ დაუსვა.