კომუნიკაციების კომისიამ „მაგთიკომი“ მობილური კომუნიკაციების ბაზარზე მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორად გამოაცხადა და სამი სხვადასხვა სახის დაშვების ვალდებულება დააკისრა. ექსპერტების შეფასებით, ქართული მობილური ბაზარი არაკონკურენტულია, ხასიათდება დაბალი დინამიურობით, ინოვაციების სიმწირით, ასევე, პროგრესის დეფიციტით და წინასწარი რეგულირების არ არსებობის პირობებში, ეს გარემოება სულ მცირე მომდევნო 3 წელი არ შეიცვლება, რითიც მომხმარებლები მნიშვნელოვნად დაზარალდებიან.
არსებული გარემოებების გამოსწორების მიზნით კი, ევროკავშირის ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ „მაგთიკომს“ უნდა განესაზღვროს დაშვების ვალდებულებები, რომელთა მეშვეობით, სხვა ოპერატორებს გარკვეულ ფასად შეეძლებათ „მაგთიკომის“ ქსელითა თუ ინფრასტრუქტურაით სარგებლობა რაც ახალი მოთამაშეებისთვის ბაზარზე შესვლის ბარიერებს მოხსნის და დაშვების მსურველ ოპერატორებს მეტად კონკურენტუნარიანს გახდის.