გადაწყვეტილება მიღებულია. დაკომპლექტდება ქართველი მეცნიერ-არქეოლოგების გუნდი, რომელიც იორდანიაში გაემგზავრება და არქეოლოგიურ სამუშაოებს დაგეგმავს, რისთვისაც იორდანიის ტურიზმისა და კულტურულ ფასეულობათა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები და ადგილობრივი არქეოლოგები სრულ მზაობას აცხადებენ.
იორდანიაში იმყოფება კულტურის მინისტრი. თეა წულუკიანმა შიჰანის მთაზე ქართველთა უდაბნო-მონასტრის ნანგრევები მოინახულა. თეა წულუკიანი ასევე ესტუმრა ქალაქ მადაბას, სადაც იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პარლამენტის წევრსა და ტურიზმისა და კულტურულ ფასეულობათა სამინისტროს წარმომადგენელს შეხვდა.