პროტეინის წასახემსებელ ფილებში ობი აღმოჩნდა - „სურსათის ეროვნული სააგენტო“ პროდუქტს ბაზრიდან იღებს

25 ივლისი 2024, 16:30 302 ნახვა
 

„სურსათის ეროვნული სააგენტო“ სამომხმარებლო ბაზრიდან პროტეინის წასახემსებელ ფილებს იღებს.

როგორც სეს-ის განცხადებაშია აღნიშნული, პროტეინის წასახემსებელ ფილებში ობი აღმოჩნდა.

„სურსათის ეროვნული სააგენტო“ განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული პროდუქცია არ შეესაბამება სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს და, შესაბამისად, NAMEDSPORT-ის მიერ წარმოებული სხვადასხვა არომატის პროტეინის წასახემსებელი ფილების გამოყენება სასურსათო დანიშნულებით არ შეიძლება.

„სურსათის ეროვნულმა სააგენტომ“ ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE) ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით, მიიღო „საინფორმაციო შეტყობინება რეაგირებისთვის“, რომელიც იტალიური ბრენდის NAMEDSPORT მიერ წარმოებულ სხვადასხვა არომატის პროტეინის წასახემსებელ ფილებში ობის აღმოჩენის ფაქტს შეეხება.

იტალიის კომპეტენტური ორგანოს მიერ ბიზნესოპერატორთან - NAMEDSPORT განხორციელებული სახელმწიფო კონტროლისას, სხვადასხვა დასახელების პროტეინის ფილაში - THUNDER BAR Exotic Coconut Flavour - 50g, THUNDER BAR Exquisite Chocolate Flavour - 50g, THUNDER BARExcellent Pistachio Flavour - 50g (ვარგისიანობის ვადა 31.10.24) აღმოჩნდა ობი. შეტყობინებაში ასევე აღნიშნულია, რომ მწარმოებელმა მყისიერად გაააქტიურა ზემოაღნიშნული სურსათის ბაზრიდან გამოთხოვის პროცედურები.

საქართველოში აღნიშნული დასახელების სურსათის - პროტეინის ფილების იმპორტი 2023 წელს, შპს „პსპ ფარმას“ მიერ განხორციელდა.

შეტყობინების მიღებისთანავე, „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ თბილისის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილმა პირებმა სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს შპს „პსპ ფარმას“ (ს/კ: 202203123, მის: ქ. თბილისი, აღმაშენებლის გამზირი N148) კუთვნილ ობიექტში. ბიზნესოპერატორს აეკრძალა სურსათის (THUNDER BAR Exotic Coconut Flavour – 50g, THUNDER BAR Exquisite Chocolate Flavour – 50g, THUNDER BAR Excellent Pistachio Flavour – 50g (ვარგისიანობის ვადა: 31.10.24) რეალიზაცია და დაევალა სურსათის ბაზარზე განთავსების აღკვეთა, ბაზარზე უკვე განთავსებულის ამოღება/გამოთხოვა/დასაწყობება, რაოდენობის აღრიცხვა და მიღებული ზომების თაობაზე სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება. აღნიშნულ პროცესებზე ზედამხედველობას სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტო“ განახორციელებს.

„სურსათის ეროვნული სააგენტო“ აცხადებს, რომ ზემოაღნიშნული პროდუქცია არ შეესაბამება სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს და, შესაბამისად, NAMEDSPORT-ის მიერ წარმოებული სხვადასხვა არომატის პროტეინის წასახემსებელი ფილების გამოყენება სასურსათო დანიშნულებით არ შეიძლება“, - აღნიშნულია „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი