ტერორიზმისა და შეთქმულების საქმე - გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით

25 ივლისი 2024, 11:51 389 ნახვა

ტერორიზმისა და შეთქმულების საქმეზე  თბილისის საქალაქო სასამართლოში   მაგისტრანტ მოსამართლეს  ამ წუთებში   ჩვენებას უკრაინაში ყოფილი მებრძოლი კოსტანტინე ჯღამაია აძლევს.

სახელწიფო უსაფრთხების სამსახურის გამომძიებლებს კითხვები, უწყების  მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინაში მყოფი საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ყოფილი ძალოვანების  ორგანიზებით დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის  მკვლელობის მომზადების ფაქტებთან დაკავშირებით  ექნებათ.

ჯღამაიას ადვოკატის განცხადებით,  მისი დაცვის ქვეშ მყოფს ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსნებთან არავითარი კვეთა და ნაცნობობა არ აკავშირებს, არც ამ კონკრეტულ საქმეში ფიგურირებს.

ამ ეტაპზე  ცნობილია, მხოლოდ ის, რომ  გამოსაკითხ პირთა შორის არის   უკრაინაში  10-მდე ქართველი მებრძოლიც. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი