ქართველი სპორტსმენები პარიზის ოლიმპიადაზე გაემგზავრნენ

25 ივლისი 2024, 11:58 529 ნახვა

“იმაზე მეტი მედალი ვიდრე ტოკიოს ოლიმპიადაზე” - ამ დევიზით გაემგზავრნენ  ოლიმპიური თამაშების მონაწილეები პარიზში.  ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონები მზად არიან საქართველოს მორიგი გამარჯვება მოუტანონ, საქართველოდან 28 სპორტსმენი სპორტის 9 სახეობაში იასპარეზებს, ოფიციალურად ოლიმპიური თამაშები ხვალ გაიხსნება და 11 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. ჯამში ოლიმპიადაზე მედლები სპორტის 32 სახეობაში გათამაშდება.

ოლიმპიურ სახეობებში სულ 10 400 სპორტსმენი იასპარეზებს, შემდეგ კი შეჯიბრებაში პარაოლიმპიელიები ჩაერთვებიან.

პარიზის 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშები მილიონობით გულშემატკივარს, ასობით  ჟურნალისტს და ოფიციალურ პირს გააერთიანებს. ქვეყანაში განსაკუთრებით გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი