ტერორიზმისა და შეთქმულების საქმეზე მოწმეთა გამოკითხვა გრძელდება

25 ივლისი 2024, 10:00 387 ნახვა
 

ტერორიზმისა და შეთქმულების საქმეზე მოწმეთა გამოკითხვა გრძელდება.  მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, გამოძიებას ჩვენება კონსტანტინე ჯღამაიამ და ლაშა რუხაიამ უნდა მისცენ, გუშინ კი საგამოძიებო უწყებაში ელიზბარ რაქვიაშვილი იმყოფებოდა. ბიზნესმენისგან განსხვავებით, ჟურნალისტებს საგამოძიებო მოქმედების შესახებ ინფორმაცია სუს-მა დაუდასტურა.

მედიის ინფორმაციით, ბიზნესმენი ერთადერთი მოწმეა საქმეში, რომელმაც ჩვენება სასამართლოს ნაცვლად, საგამოძიებო უწყებაში მისცა.

გუშინვე სუს-მა დაადასტურა, რომ უწყება ტერორისტული აქტის მომზადებისა და ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე აწარმოებს ძიებას და საქმე ეხება უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში