უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობის და საყოველთაო მობილიზაციის კიდევ 90 დღით გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა.
გადაწყვეტილებას 339-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. შესაბამისი დადგენილება პარლამენტს პრეზიდენტმა წარუდგინა.
ამგვარად, საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია უკრაინაში 9 ნოემბრამდე გახანგრძლივდა.