საქართველოში განმეორებითი მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი სოფელი ჭოეთი იყო, მიწისძვრის სიმძლავრემ კი, 3.8 მაგნიტუდა შეადგინა.
პირველი ბიძგები, თბილისის დროით, 12:08 საათზე დედოფლისწყაროდან ჩრდილო-დასავლეთით, სოფელ ლენინოვკადან ერთ კილომეტრში დაფიქსირდა.