საქართველოს დავით ყიფიანის თასის გათამაშების ყველა მერვედფინალისტი ცნობილია.
მერვედფინალურ ეტაპზე ''დინამო'' ბათუმის მეტოქე ტყიბულის ''მეშახტე“ იქნება.
შეხვედრა 27 ივლისს 17:00 საათზე არის ჩანიშნული,თუმცა მატჩი შესაძლოა გადაიდოს, რადგან 24 ივლისს ბათუმელები კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ''დეჩიჩს'' შინ მასპინძლობენ, ხოლო 1 აგვისტოს გასვლაზე საპასუხო შეხვედრას ჩაატარებენ.
საქართველოს თასი, მერვედფინალური ეტაპის წყვილები:
„სამგურალი“ – „გაგრა“
„ლოკომოტივი“ – „თელავი“
„დინამო თბილისი 2“ – „ტორპედო“
„გარეჯი“ – „სამტრედია“
„რუსთავი“ – „კოლხეთი“
„ლოკომოტივი 2“ – „სპაერი“
„იბერია“ – „დინამო თბილისი“
„მეშახტე“ – „დინამო ბათუმი“
საქართველოს თასის მერვედფინალური ეტაპის მატჩები 27-28 ივლისს გაიმართება.