ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასაკოვანი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა - თორნიკე რიჟვაძე

21 ივლისი 2024, 13:40 103 ნახვა

აჭარის მაღალმთიან სოფლებში მოსახლეობისა და მემთეურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის კვლევა მიმდინარეობს. ამის შესახებ, ინფორმაცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის იფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.

თორნიკე რიჟვაძის ინფორმაციით, სამედიცინო ჯგუფების ვიზიტები ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების ცენტრებიდან დაშორებულ სოფლებსა და საზაფხულო იალაღებზე მიმდინარეობს.

 

"ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასაკოვანი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. მათი ჯანმრთელობის დროული შეფასებისა და სხვადასხვა პათოლოგიის თავიდან აცილების მიზნით, სამედიცინო ჯგუფების ვიზიტები ხორციელდება ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების ცენტრებიდან დაშორებულ სოფლებსა და საზაფხულო იალაღებზე", - აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში